თბილისის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის №42 საჯარო სკოლა სასწავლო პროცესის გაგრძელებასა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამინისტროსთან შეთანხმებით სკოლა სასწავლო პროცესს აგრძელებს იმავე შენობის უსაფრთხო ნაწილში, ხოლო 2027 წლის სექტემბერში სასწავლო პროცესს დაიწყებს ტექნიკური უნივერსიტეტის შენობის შესაბამის ფართში.
სამინისტროსთან შეთანხმებით, სკოლა სასწავლო პროცესს აგრძელებს იმავე შენობაში - უსაფრთხო ნაწილში.
უახლოეს ერთ კვირაში სკოლა შეიმუშავებს ახალ საგაკვეთილო ცხრილს შემჭიდროებული საათობრივი დატვირთვით.
შეიქმნება მშობლების საინიციატივო ჯგუფი, რომელიც აიღებს ვალდებულებას, გააკონტროლოს და თვალი ადევნოს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობას და შესაბამისი ვადების დაცვას ტექნიკური უნივერსიტეტის მე-10 კორპუსში“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თბილისის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი, სავარაუდოდ, ჩერდება. მიზეზი კი ავარიული შენობა და ექსპერტიზის დასკვნაა.