დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანი საკუთარ თავს ეუბნება: ისეთი ძლიერები უნდა ვიყოთ, რომ აზერბაიჯანისთვის ზიანის მიყენებაზე ფიქრიც კი ვერავინ გაბედოს! დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გამარჯვების დღესთან დაკავშირებით აზერბაიჯანელი ხალხისადმი მიმართულ მილოცვაში განაცხადა.
"დღეს აზერბაიჯანი ძლიერი სახელმწიფოა - პოლიტიკურად, ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით დამოუკიდებელი; ის არავისზეა დამოკიდებული, ატარებს დამოუკიდებელ პოლიტიკას და გააჩნია ღირსება“, - აღნიშნა ალიევმა.