ავტორი:

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა აზერბაიჯანში. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

თურქეთის პრეზიდენტი ყარაბაღს აზერბაიჯანის „გამარჯვების დღესთან” დაკავშირებით სტუმრობს, რომელსაც ქვეყანა ყარაბაღის მეორე ომში გამარჯვების შემდეგ აღნიშნავს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის ოფიციალური დახვედრის ცერემონია ქალაქ შუშაში გაიმართა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიიღო.შეხვედრის შემდეგ გაკეთდა პრესისთვის განცხადებები.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქალაქ ხოჯალიში ხოჯალის გენოციდის მემორიალსაც ეწვივნენ.