ავტორი:

სენეგალთან მიგრანტების ნავის ჩაძირვას სულ მცირე 21 ადამიანი ემსხვერპლა - ტრაგედიის დეტალები

სენეგალთან მიგრანტების ნავის ჩაძირვას სულ მცირე 21 ადამიანი ემსხვერპლა - ტრაგედიის დეტალები

სენეგალის სანაპიროსთან მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა - ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იუწყებიან.

  • სენეგალის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. მაშველებმა ჯერჯერობით ერთი გადარჩენილის პოვნა შეძლეს.

"რესპუბლიკის პრეზიდენტისა და მთავრობის სახელით, შინაგან საქმეთა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრი პატივს მიაგებს დაღუპულთა ხსოვნას და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს მათ ოჯახებს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ოფიციალური განცხადების თანახმად, ნავით არალეგალური მიგრაციის მსურველი ადამიანები გადაადგილდებოდნენ. ამ დროისთვის უცნობია, სულ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ბორტზე.

მიგრანტების უფლებადამცველი ორგანიზაციის, Walking Borders-ის ინფორმაციით, ბოლო წლებში ათასობით ადამიანი დაიღუპა დასავლეთ აფრიკიდან ესპანეთის კანარის კუნძულებამდე საზღვაო გზით ჩასვლის მცდელობისას. ორგანიზაციის მონაცემებით, მხოლოდ მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში ამ მარშრუტს 635 ადამიანი ემსხვერპლა.

წყარო