ფლორენს მაილერი სარბენ ბილიკზე პირველად 30 წლის წინ, 60 წლის ასაკში დადგა. ამ ნაბიჯისთვის ის საუკეთესო მეგობარს, ბარბარა ჯორდანს უმადლის. მეგობრები ერთად 20 წელი ვარჯიშობდნენ, შეჯიბრებებში მონაწილეობდნენ და მსოფლიო რეკორდებსაც ერთობლივად ამყარებდნენ.

დღეს 91 წლის ფლორენსი კვლავ აქტიურად ვარჯიშობს და თავის ასაკობრივ კატეგორიაში მსოფლიო რეკორდებს ამყარებს. სპორტული კარიერის დაწყებიდან 31 წლის შემდეგაც ის არ კარგავს მოტივაციას და ხშირად იხსენებს მეგობარს, რომელთან ერთადაც სპორტის სიყვარული აღმოაჩინა.

@winningherway She’s 90‼️‼️ #WinningHerWay #WomensSports #FemaleAthletes ♬ original sound - WinningHerWay

ამ შეუპოვრობამ ქალს საშუალება მისცა, 90–94 წლის ასაკობრივ კატეგორიაში რამდენიმე მსოფლიო რეკორდი დაემყარებინა. World Masters Athletics-ის მონაცემებით, მეილერი ფლობს მსოფლიო რეკორდებს შემდეგ დისციპლინებში:

"გულს მითბობს ის ფაქტი, რომ არაერთმა სპორტსმენმა მომმართა სიტყვებით: "თქვენ ჩემთვის ნამდვილი შთაგონების წყარო ხართ", ეს მართლაც მშვენიერი გრძნობაა" - განუცხადა მან გამოცემა "Aging Untold"-ს.

რაც შეეხება მის დევიზს, მაილერმა Olympic Channel-ს გაუმხილა, რომ ის სამი მარტივი სიტყვისგან შედგება: "არასდროს არის გვიანი".

წყარო: people.com
მოამზადა: ანა სიბოშვილმა