ავტორი:

"ასე როგორ მომექეცით? დავიღალე... ვინ ხარ შენ, ვინ მოგცა ამის უფლება?!" - რას წერს გურამ დადიანიძის დედა

"ასე როგორ მომექეცით? დავიღალე... ვინ ხარ შენ, ვინ მოგცა ამის უფლება?!" - რას წერს გურამ დადიანიძის დედა

12 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის, გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

"ისე საშინლად ვარ, ვაიმე, გური. ვერა, ვერ ვაპატიებ ვერავის ასე განადგურებას. ასე როგორ მომექეცით, ასე როგორ გამინადგურეთ სული. დავიღალე, ცრემლი გამიშრა, ხალხო. ვინ ხარ შენ, ვინ. ვინ მოგცა ამის უფლება. გური, დეე, მოვალ შენამდე“ - წერს გაუჩინარებული მოზარდის დედა.

ცნობისთვის, 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელია, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს. გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს.