ლეგენდარული ქართველი მსახიობის, სპორტული კომენტატორის, კოტე მახარაძის შვილი, ბაია მახარაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობლები აქვეყნებენ.
"რით დავიწყო ეს პოსტი არ ვიცი. როგორ დავწერო ან და ენა როგორ მიტრიალდება იმის თქმით, რომ დეიდაჩემი, ბარბარე (ბაია, ბაიკო) მახარაძე აღარ გვყავს.
კოტეს შვილი, ივიკოს და მაკას უმცროსი და.
დაუჯერებელია, უბრალოდ დაუჯერებელი", - წერს სოციალურ ქსელში ანუკა მურვანიძე.
ბაია, კოტე მახარაძისა და მისი პირველი მეუღლის, მარინა ფიშერის საერთო შვილი იყო.
- არ იყო ადვილი... სოფიკომდე მას მეუღლე ჰყავდა და შვილიც ჰყავს - ბაია მახარაძე. ბარბარობას არ დაბადებულა, მაგრამ მამამ ჩვენი ბებიის ბარბარე ვეკუას სახელი დაარქვა. ეს ამბავი ცოტა გამიჭირდა, რადგან მე თვითონ უკვე დედა ვიყავი - ნატო 2 წლის იყო და განვიცადე... სოფიკოსთან კი თავიდანვე სრული ჰარმონია გვქონდა. არა იმიტომ, რომ ცნობილი იყო. ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავდა და ნიშნავს, რადგან ბავშვობაში სულ გამორჩეულ საზოგადოებაში ვიზრდებოდი... სოფიკოსთან ძალიან ვმეგობრობდით და ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. არავითარი ხინჯი არ გვქონია.