მოლდოვას პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, გაიხსნა ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც ქვეყანას რუმინეთთან და ევროპის ელექტროგადამცემ ქსელთან აკავშირებს.
მოლდოვა ადრე, ბუნებრივი აირის იმპორტის კუთხით, თითქმის სრულად იყო დამოკიდებული რუსულ გაზის კომპანია "გაზპრომზე“. 2022 წლის დეკემბერში მოლდოვამ "გაზპრომისგან“ გაზის შესყიდვა შეწყვიტა, მაგრამ დნესტრისპირეთში მდებარე კუჩურგანის ელექტროსადგური კვლავ იღებდა რუსულ გაზს. მოლდოვა კი ელექტროენერგიას სწორედ ამ სადგურისგან ყიდულობდა. 2023 წელს მოლდოვამ რუსული "გაზპრომისგან“ გაზის შესყიდვა შეწყვიტა მდინარე დნესტრის მარჯვენა სანაპიროს - კიშინიოვის მთავრობის კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიის - საჭიროებებისთვის. იმ პერიოდში მოლდოვის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, დორინ რეჩანმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მოხმარების შემცირების გზით, ქვეყანამ რუსულ გაზზე დამოკიდებულება დაასრულა.