ჩინეთის ჩრდილოეთ პროვინცია შანქსის დედაქალაქ ტაიუანში, მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 14 ადამიანი ემსხვერპლა, 25 კი დაშავდა.

ხანძარი 8 ნოემბერს, საღამოს, ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ მთავარ გზაზე მდებარე 40-სართულიან შენობაში გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ მეხანძრეები, რომლებიც ცეცხლის ლოკალიზებას სპეციალური ამწეების მეშვეობით ცდილობდნენ.
ჩინეთის ხელისუფლებამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო. ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

