ერთა ლიგის მოახლოებულ მატჩებთან დაკავშირებით, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ პრესკონფერენცია გამართა. ცნობისთვის ნაკრები 14 ნოემბერს შინ უნგრეთს, ხოლო 17 ნოემბერს სტუმრად უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდება.
"ეს თამაშები ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, შედეგს უნდა მივაღწიოთ. ასევე, ეს ჩვენთვის პირველი სრულფასოვანი შეკრებაა, სადაც ჩვენი იდეების სრულად გადაცემა შეგვიძლია. ტრავმირებულია კვარაცხელია და კიტეიშვილი, ასევე მთელი რიგი ფეხბურთელების, მაგრამ ეს შანსია სხვებისთვის.
წიტაიშვილის პოზიცია მინდორზე გადაწყდება იმით თუ რა ტაქტიკით თამაშობს საქართველოს ნაკრები. გუნდში არიან ფეხბურთელები, რომელთაც სხვადასხვა პოზიციაზე თამაში შეუძლიათ.
ამ მატჩებში კაპიტანი ოთარ კაკაბაძე იქნება, რომელიც ვიცე-კაპიტანია. ყველაფერზე მოხდება რეაგირება, რაც წინა მატჩებში მოხდა. კარგია, რომ ახლა მეტი დრო გვაქვს. რთული მატჩები გვექნება, მაგრამ ჩვენ საკუთარი გეგმა ახლა უნდა დავნერგოთ. რთული მატჩები გვექნება, პირველ რიგში კი ხასიათი უნდა გამოვასწოროთ!..
დებიუტანტები ვინც არიან, მათ კარგი პერიოდი აქვთ, განსაკუთრებით, ოქტომბერი. კონკურენცია ყველამ უნდა იგრძნოს, მათ შორის მესამე მეკარე ყალიჩავას მხრიდან. მაისურაძეს კარგი პერიოდი აქვს. მოისწრაფიშვილს მაღალი საფეხბურთო ინტელექტი აქვს.
მისი პრობლემა ფიზიკური მომზადების კუთხით იყო, ბოლო დროს სლოვაკეთში ბევრს თამაშობს და იმედია, ხსენებული პრობლემა აღარ შეაწუხებს.
ირაკლი აზაროვმა რამდენიმე მატჩი მაღალ დონეზე ითამაშა. ის საქართველოს ნაკრებს ძალიან სჭირდება. ხარებაშვილი ჩვენ 19-წლამდე ასაკობრივ ნაკრებს დავუთმეთ, მაგრამ სამწუხაროდ, ტრავმირებულია.
ნარიმანიძეს ძალიან კარგი სეზონი აქვს და მაგიტომაც გახდა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი. ის სიაში იმიტომ არაა, კონკურენცია დიდია. აქაა ლოჩოშვილი, დვალი. თუ სადმე არ იყო პრობლემა, ესაა დაცვის ხაზი. ტაბიძე გუნდში იმიტომ გვყავს, ორ პოზიციაზე შეუძლია თამაში.... წაიკითხეთ ვრცლად