ტრაგედია დატრიალდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში. “გოლფის” მარკის ავტომობილს, რომლის საჭესთან 68 წლის მამაკაცი იჯდა, მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა. სამწუხაროდ, მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა ვერ შეძლო და დაიღუპა.
“დღეს დილით დატრიალდა ტრაგედია. 68 წლის ჯუმბერ კვარაცხელია არის გარდაცვლილი. სოფელ შამგონაში მიდიოდა სტუმრად და მოულოდნელად, ხიდზე გადასვლამდე, მის მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, გადმოსვლა ვერ შეძლო და სამწუხაროდ, მანქანაშია გარდაიცვლილი. როგორც შევიტყვე, წლების განმავლობაში თვითონ ჯუმბერი რუსეთში ცხოვრობდა, ახალი დაბრუნებულია საქართველოში და აქ აპირებდა დარჩენას...განაგრძეთ კითხვა