საქართველოდან სომხეთის რესპუბლიკაში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი 8 პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ხულიგნობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა-ტარების ფაქტებზე ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების განმარტებით, საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღნიშნული პირის სომხეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია დასაშვებად იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რის შემდგომაც 2026 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გამოსცა ბრძანება ძებნილი პირის სომხეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ.
საქართველოს პროკურატურა გამოხატავს მზადყოფნას, ძებნილი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით, მომავალშიც წარმატებით ითანამშრომლოს პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან“, - ნათქვამია განცხადებაში.