ფრანგმა ძიუდოს ხუთგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ტედი რინერმა განაცხადა, რომ მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას აპირებს, - ინფორმაციას Le Monde ავრცელებს.
მისი თქმით საფრანგეთში “ულტრამემარჯვენე ძალების გაძლიერება“ ძალიან აშფოთებს.
“ბრძოლა ყოველთვის ჩემი ნაწილი იყო. ვიცი, რას ნიშნავს ბრძოლა, დაცემა და ყოველ ჯერზე ფეხზე წამოდგომა. ვიცი, რას იტყვის ხალხი ჩემზე: “გიჟია. ისტებლიშმენტის წარმომადგენელი არ არის. არ იცის, როგორ მუშაობს ეს სისტემა. პოლიტიკაში არასდროს ყოფილა”. თუ თავის დახრაზე უარის თქმა და ქაოსთან შეგუებაზე უარის თქმა სიგიჟეა, მაშინ დიახ, სრულიად გიჟი ვარ“, - განაცხადა ძიუდოისტმა
გამოცემა Le Parisien-თან ინტერვიუში რინერმა განაცხადა, რომ აპირებს, საპრეზიდენტო კანდიდატობის პარალელურად, სპორტული კარიერაც გააგრძელოს. მისი თქმით, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ის გეგმავს, მონაწილეობა მიიღოს 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიადაში.
რინერმა ოლიმპიური თამაშების მძიმე წონით კატეგორიაში გამარჯვება 2012, 2016 და 2024 წლებში მოიპოვა, ხოლო შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში ოქროს მედალი 2020 და 2024 წლების ოლიმპიადებზე აიღო. მას ასევე მოგებული აქვს მსოფლიოს ჩემპიონის 11 ტიტული.