ავტორი:

“ნუ ჩამქოლავთ - ამერიკა ჩემთვის არის მონობა: იქ გავნადგურდი, თვალს დამაკლდა... ჰაერშიც კი გაუსაძლისი სუნი დგას“ - საქართველოში დაბრუნების შემდეგ პეტრე კოლხი მიმართვას ავრცელებს

“ნუ ჩამქოლავთ - ამერიკა ჩემთვის არის მონობა: იქ გავნადგურდი, თვალს დამაკლდა... ჰაერშიც კი გაუსაძლისი სუნი დგას“ - საქართველოში დაბრუნების შემდეგ პეტრე კოლხი მიმართვას ავრცელებს

პეტრე კოლხი საქართველოში დაბრუნდა. ამის შესახებ ის თავის მიმართვაში საუბრობს და დეტალურად ხსნის, თუ რატომ გადაწყვიტა ამერიკიდან სამშობლოში დაბრუნება.

“ემიგრანტობა არ არის არჩევანი, ეს იძულებაა და ამას გაიძულებს საკუთარი ხელისუფლება!.. ბევრმა მკითხა თუ რატომ დავბრუნდი ამერიკიდან, შევეცდები ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე მოკლედ გავცე პასუხი.

არსებობს გამოთქმა: “ამერიკული ოცნების“ ახდენა. დიახ, იმდენი ამერიკაა რამდენი ადამიანიც და ყველას ინდივიდუალური გამოცდილება გააჩნია, მაგრამ ყველა გამოცდილება ერთმანეთს ჰგავს იმით, რომ ყველა ხდება ემიგრანტი და საწყის ეტაპზე ყველას უწევს ძალიან რთული გზის გავლა.

ვინც მოისმენს ამ საუბარს ნუ ჩამქოლავთ გთხოვთ - დავბრუნდი იმიტომ რომ იქ არ იყო ჩემი ადგილი. ამერიკა არ არის ჩემი ქვეყანა. მინდა კონკრეტული ფაქტები გითხრათ, თუ რატომ დავბრუნდი ამერიკიდან - ჩემი მეგობრების დახმარებით, პირველივე დღიდან მელოდებოდა სამსახური. იქ მე გავიცანი ადამიანები, რომლებიც თვეობით დგანან რიგში და ელოდებიან, როდის გამოუჩნდებათ სამსახური...

ამერიკაში ცხოვრება გახდა ურთულესი. გადასახადები, ჯარიმები, ბინის ქირა. შეიძლება ოთახში კუთხე იქირაო და იმაში გადაიხადო 1000 დოლარი. საკუთარი მანქანაც რომ გყავდეს, ყოველთვიური კრედიტი უნდა დაფარო.

კატასტროფული სიბინძურეა, ჰაერშიც კი გაუსაძლისი სუნი დგას. ამ სიბინძურეში, ამ მონობაში ჩემი ადგილი არ იყო. ვიღაცისთვის ამერიკა არის “დემოკრატიის შუქურა“, თავისუფლების სიმბოლო, ეს ამერიკელებისთვისაც კი არ არის ასე. ძალიან მცდარი დამოკიდებულებები გაგვაჩნია მთელი რიგი საკითხებისადმი.

ამერიკა ჩემთვის არის მონობა. ამერიკა არავის არაფერს არ აძლევს ისე, რომ იქით არ გადაუხადო.

მე გავფუჭდი, გავნადგურდი, დავზარალდი, თვალს დამაკლდა და ზოგჯერ შეიძლება შუა ღამით წამოვხტე და საათს დავხედო, არ დამაგვიანდეს, ვინმე მგზავრი ხომ არ მელოდება ქუჩაში მეთქი.

არ გეწყინოთ, იქ არ შემხვედრია ნორმალური ფსიქიკის ადამიანი ქართველი, იშვიათი გამონაკლისის გარდა. ჯოჯოხეთურ შრომას გადიან,“ - ამბობს პეტრე კოლხი.