ავტორი:

ათენის ერთ-ერთ უბანში, ჩემოდანში, ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს - გამოძიება საზარელ დეტალებს ასაჯაროებს: რას წერს ადგილობრივი მედია?

ათენის ერთ-ერთ უბანში, ჩემოდანში, ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს - გამოძიება საზარელ დეტალებს ასაჯაროებს: რას წერს ადგილობრივი მედია?

ათენში, აგიოს პანტელეიმონაზე შემზარავი ინციდენტი მოხდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, შემთხვევითმა მოქალაქემ ტროტუარზე დაგდებულ ჩემოდანში, ახალგაზრდა ქალის ცხედარი აღმოაჩინა.

georgians.gr-ის ინფორმაციით, ჩემოდანი უცხოელმა მოქალაქემ იპოვა, რომელმაც მძაფრი სუნი იგრძნო და პოლიცია გამოიძახა. ადგილზე მისვლისას კი სამართალდამცველებს საზარელი სურათი დახვდათ. პირველადი ვარაუდით ცხედარი ეკუთვნის აფრიკული წარმოშობის ახალგაზრდა ქალს, რომელსაც ხილული დაზიანებები არ აღენიშნებოდა. თუმცა, გვამის ძლიერი გახრწნის გამო სავარაუდოა, რომ სიკვდილი მის პოვნამდე დაახლოებით ხუთი-შვიდი დღით ადრე დადგა.

გვამი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

  • რა დეტალები ხდება ცნობილი

აგიოს პანტელეიმონაზე ნაპოვნი ცხედარი 24 წლის ბურკინა ფასოს მოქალაქე ქალს ეკუთვნის – მისი გაუჩინარების შესახებ პოლიციაში 29 ოქტომბერს განაცხადეს.

ინფორმაციის თანახმად, სამართალდამცველებმა ახალგაზრდა ქალის იდენტიფიცირება თითის ანაბეჭდებით შეძლეს.

გამოძიება გრძელდება. ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია, თუმცა საზარელმა დანაშაულმა საბერძნეთის მედია აალაპარაკა.

წყარო