ავტორი:

რასელ ბრენდს გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობისთვის 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

რასელ ბრენდს გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობისთვის 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

ბრიტანელ მსახიობსა და კომიკოსს, 51 წლის რასელ ბრენდს გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის ბრალდებით 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენის გამოცხადებისას მოსამართლე ჯოელ ბენატანმა ბრენდი “სექსუალურ მტაცებლად“ დაახასიათა და მისი “გამაოგნებელი თავნებობა და აროგანტულობა“ გააკრიტიკა.

განაჩენი ლონდონის სადუორკის სამეფო სასამართლოში გამოცხადდა. 51 წლის რასელ ბრენდს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა 2009 წელს ლონდონში, საკუთარ სახლში, 21 წლის ქალის გაუპატიურებისთვის. გარდა ამისა, მას დამატებით მიესაჯა 18 თვე, 9 თვე და 8 თვე სექსუალური ძალადობის სამ ეპიზოდზე, რომლებიც 2004-დან 2009 წლამდე პერიოდში ოთხი ქალის მიმართ განხორციელდა.

  1. კერძოდ, 18 თვე - 2004 ან 2005 წელს Choice FM-ის სტუდიაში ქალზე სექსუალური ძალადობისთვის;
  2. 9 თვე - 2004 წელს ლონდონის ბარში დაბადების დღის წვეულებისას ქალის მკერდზე ხელის წავლებისთვის;
  3. 8 თვე - 2009 წელს Channel 4-ის პროექტზე მუშაობისას კოლეგა ქალის საზარდულის არეში თავის უნებართვოდ ჩადებისთვის.

ბრენდი გამართლდა გაუპატიურების ორ ეპიზოდსა და უხამსი თავდასხმის მცდელობის ერთ ეპიზოდში.

კანონმდებლობის შესაბამისად, 4 წელზე მეტი ვადით მსჯავრდებული სექსუალური დამნაშავეები სასჯელის ორ მესამედს (ბრენდის შემთხვევაში 7 წელს) ციხეში მოიხდიან, რის შემდეგაც დარჩენილ ვადას პირობით მსჯავრზე გაატარებენ ელექტრონული სამაჯურით. მას ასევე ავტომატურად შეიყვანენ სექსუალურ დამნაშავეთა რეესტრში.

წყარო