80 წლის ასაკში გარდაიცვალა პოლიტიკოსი ნემო ბურჭულაძე, - ამის შესახებ ინფორმაცია მისი თანაგუნდელმა, რევაზ კემულარიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ის იყო ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი, 1990-1991 წლებში საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ერთ-ერთი ხელმომწერი.
ნემო ბურჭულაძე 1946 წლის 23 თებერვალს, კასპის რაიონის სოფელ ერთაწმინდაში დაიბადა.
1972 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი. 1972-1990 წლებში ეწეოდა საინჟინრო-საპროექტო და პედაგოგიურ საქმიანობას, იყო მიწათმოწყობის რესპუბლიკური ინსტიტუტის "საქსახმიწპროექტის“ მთავარი ინჟინერი. 1990-1991 წლებში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: ეროვნული ფრონტი-რადიკალური კავშირი, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, პრეზიდიუმის წევრი, საარჩევნო ბლოკი "მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“.
იხილეთ ასევე: