ავტორი:

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ბადრა გუნბა მოინათლა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ბადრა გუნბა მოინათლა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ბადრა გუნბა მოინათლა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში აფხაზმა პოლიტიკოსმა ნაირა ამალიამ დაწერა და ნათლობის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა.

  • გამოცემა "Вектор Кавказа“-ს ინფორმაციით, ფოტო, სავარაუდოდ, მოსკოვის ერთ-ერთ ეკლესიაშია გადაღებული. მასზე ბადრა გუნბასთან ერთად მისი ოჯახის წევრები და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკოც არიან აღბეჭდილნი.

"ბადრა ზურაბოვიჩ, ჩვენც გილოცავთ ნათლობას! მთელი ქვეყანა ამაზე ჩურჩულებს და გადავწყვიტე, ფოტო გამომექვეყნებინა“, - წერს ნაირა ამალია.

პუბლიკაციას სოციალურ ქსელში სხვა მომხმარებლებიც გამოეხმაურნენ და გუნბას ნათლობა მიულოცეს.

ინფორმაცია გუნბას პრესსამსახურს ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

  • მანამდე მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, პროტოპრესვიტერი იგორ იაკიმჩუკი აცხადებდა, რომ ბადრა გუნბა მონათლული არ იყო.

"ის, ვინც ახლა არჩევნებში გაიმარჯვა, მონათლული არ არის. ის გვპირდება, რომ მოინათლება, თუმცა ამ მიმართულებით ჯერჯერობით პროგრესი არ შეინიშნება“, - აცხადებდა იაკიმჩუკი.