ავტორი:

"პოლიტიკაში ყოფნა არ მსურს" - რას პასუხობს დანა უაითი  ტრამპს პრესმდივნის თანამდებობის "სახუმარო  შეთავაზებაზე"

"პოლიტიკაში ყოფნა არ მსურს" - რას პასუხობს დანა უაითი  ტრამპს პრესმდივნის თანამდებობის "სახუმარო  შეთავაზებაზე"

UFC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დანა უაითმა თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობაზე უარი თქვა. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ბრიფინგის დარბაზში მოულოდნელი პრესკონფერენცია გამართა, რომელსაც UFC-ის აღმასრულებელი დირექტორი, დანა უაითიც დაესწრო.

პრესკონფერენციის დასასრულს დონალდ ტრამპმა უაითს ჰკითხა, სურდა, თუ არა თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობის დაკავება, რაზეც უაითმა უარყოფითი პასუხი გასცა.

"სერ, გმადლობთ შეთავაზებისთვის, მაგრამ პოლიტიკაში ყოფნა არ მსურს“, - უპასუხა დანა უაითმა.

  • ცნობისთვის, გასულ შაბათ-კვირას დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დანა უაითს თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა. მოგვიანებით, ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი შეთავაზება "უბრალოდ ხუმრობა“ იყო.