ბოლო დღეებში სოციალურ მედიაში თბილისის ქუჩებიდან ოკეანის ბინადრების უჩვეულო კადრები გავრცელდა. მალევე მათ ზღვის პროდუქტების მენიუც მოჰყვა. როგორც აღმოჩნდა, ასე დააანონსა Ocean Basket-მა საქართველოში შემოსვლა.
უკვე 31 წელზე მეტია, Ocean Basket ზღვის პროდუქტების მოყვარულებს მსოფლიოს 17-მდე ქვეყანაში მასპინძლობს. 18 ნოემბრიდან ოკეანის ნამდვილი გემო ქართულ სუფრასაც შეემატება - რესტორნის პირველი ფილიალი „ბაზარი ორბელიანზე“ იხსნება.
ეს შემთხვევითი არცაა, რადგან საქართველოსა და Ocean Basket-ს სტუმართმოყვარეობის სიყვარული აერთიანებს. Ocean Basket-ისთვის სუფრა ადამიანების შეკრების, გულით მომზადებული კერძებისა და ამბების გაზიარების ადგილია. მიზეზი მარტივია: კარგი კერძი, ისევე როგორც საუკეთესო მომენტები, ორმაგად სასიამოვნოა, როცა მას სხვებთან ერთად ვინაწილებთ.
მაღალი ხარისხის ზღვის პროდუქტების არჩევანთან ერთად სტუმრებს მენიუში Ocean Basket-ის სავიზიტო კერძებიც დახვდებათ. მათ შორისაა: კლასიკური თევზის დაფები, საფირმო კალმარი, გრილზე მომზადებული კრევეტები, ტრადიციული თევზი და კარტოფილი ფრი, ოსტატურად მომზადებული სუშის დიდი ასორტიმენტი და სხვა.
ასე რომ, Ocean Basket „ბაზარი ორბელიანზე“ მალე გახდება შეკრების ახალი ადგილი, სადაც სტუმრებს ისეთი სითბოთი და გულუხვობით მიიღებენ, როგორც ქართულ სუფრას შეეფერება.

თვალი ადევნეთ Ocean Basket Georgia-ს სოც. მედია გვერდებს: Facebook / Instagram
R