ავტორი:

"თავდამსხმელებმა დაზარალებულებს ხელ-ფეხი შეუკრეს და 2000 ლარი წაართვეს" - შსს-მ უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაყაჩაღებისთვის დააკავა

"თავდამსხმელებმა დაზარალებულებს ხელ-ფეხი შეუკრეს და 2000 ლარი წაართვეს" - შსს-მ უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაყაჩაღებისთვის დააკავა

დააკავეს უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე, რომლებმაც გამოძიების ინფორმაციით, მოტყუებით შეაღწიეს უცხო ქვეყნის ორი მოქალაქის დროებით საცხოვრებელ ბინაში, სადაც მათ ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, წებოვანი ლენტის გამოყენებით ხელ-ფეხი შეუკრეს და ცივი იარაღით სიცოცხლის მოსპობის მუქარით მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ მათ კუთვნილ 2 000 ლარს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ თავდამსხმელებმა მოტყუებით შეაღწიეს უცხო ქვეყნის ორი მოქალაქის დროებით საცხოვრებელ ბინაში, სადაც მათ ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, წებოვანი ლენტის გამოყენებით ხელ-ფეხი შეუკრეს და ცივი იარაღით სიცოცხლის მოსპობის მუქარით მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ მათ კუთვნილ 2 000 ლარს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

  • სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.