82 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რომან შაქარიშვილი, - ამის თაობაზე ინფორმაცია ოჯახის წევრები ავრცელებენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს პოლიტიკოსი ბუკა პეტრიაშვილიც:
"წავიდა ჩემი ლეგენდარული საამაყო და საყვარელი ნათლია რომა ბიძია წავიდა თავის მანანასთან, თავის შოთასთან და თემურთან.
ვუსამძიმრებ ჩემს გოგას, ლელას, მათ არაჩვეულებრივ შვილებს, ოჯახის წევრებს ძალიან ვწუხვარ რომ არ ვიქნები თბილისში ამ მძიმე დღეებში და პირადად ვერ გამოვემშვიდობები ჩემს საყვარელ და საამაყო ნათლიას; მადლობა ყველაფრისთვის და ნახვამდის, ჩემო რომა ბიძია".
რომან შაქარიშვილი 1944 წლის 18 აპრილს, თბილისში დაიბადა.
1968 წელს დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1968 წელს იყო რუსთავის მეტალურგიული კომბინატის მედიცინის სანიტარული ნაწილის ნევროპათოლოგი; 1968–1973წწ. ნევროლოგიის ინსტიტუტის უმცროსი და 1973–1983წწ. უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, კლინიკური ნევროლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი; 1989–2002წწ. ამავე ინსტიტუტის დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე 2002 წლიდან; 1999–2004წწ. სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის რექტორი და ნეირომედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი; იყო ნეირომედიცინის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორი; 1996 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნევროლოგიის კათედრის გამგე და 460–მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.