ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს და საზოგადოებას მიმართავს.
"ბოლო პერიოდში სხვადასხვა პირების მხრიდან ვიღებ აბსურდულ მოთხოვნებს ნატა ვიბლიანის საქმესთან დაკავშირებით. ვიღებ მოთხოვნებს, რომლებიც სცდება კანონის ჩარჩოებს.
მოკლედ და არასრულად მოგახსენებთ ამ აბსურდული მოთხოვნების ჩამონათვალს:
1. პედოფილიის ბრალდებით დაკავება იმ ადამიანების, ვინც ნატა ვიბლიანს ცუდ კომენტარებს უწერს.
2. იმ ჩემი კოლეგის დაკავება, რომელიც იცავს ერთ-ერთ პირს, ვისი მხრიდან სავარაუდო დანაშაულის შესახებ ნატა ვიბლიანი საუბრობს.
3. დაკავება თამუნა მუსერიძის, რომელმაც თითქოს გენეტიკური ტესტი გააყალბა.
4. საჩივრის შეტანა და დაკავება 10-ზე მეტი სხვადასხვა ადამიანის სხვადასხვა აბსურდული მუხლებით.
5. სვანეთის და სვანების ლანძღვაში აყოლა და მხარდაჭერა.
6. სხვა წარმოუდგენელი მოთხოვნები, რომელთა გაჟღერება არ მსურს.
არ ვაპირებ სხვების ხუშტურებზე სიარულს და აბსურდული მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ადვოკატობა არ არის ბოროტებისა და ტყუილის სამსახურში ყოფნა. ადვოკატობა არის სიმართლისა და სამართლიანობის სადარაჯოზე ყოფნა!აქვე, ამ ადამიანებს ვპირდები - ყველა უკანონო ქმედებას მოჰყვება მკაცრი სამართლებრივი პასუხისმგებლობა", - წერს ტარიელ კაკაბაძე.