“ქართლის ამბების“ ინფორმაციით გორის ჰოსპიტალში ჯარისკაცი გარდაიცვალა.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე საავადმყოფოში 21 ოქტომბერს შეიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, 19 წლის ჯარისკაცმა 21 ოქტომბერს ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა.
ახალგაზრდა მამაკაცი ძევერის დევნილთა დასახლებიდან იყო. ის გუშინ, 9 ნოემბერს გარდაიცვალა.