ძმებ ფეიქრიშვილების დედის ნინო აბრამიშვილის განცხადებით ციხეში სასტიკად ნაცემი დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და სავარაუდოდ მას მატროსოვის ციხეში გადაიყვანენ.
რაც შეეხება გიორგი ფეიქრიშვილს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
“დათოსთან უკეთესობა არის. დღეს ველაპარაკე მთავარ ექიმს, ყველა ანალიზი წესრიგშია. ალბათ დღეს გადაიყვანენ, იმედია მატროსოვის ციხეში...
გიორგი ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.
ჩემი შვილი (დავით ფეიქრიშვილი) ისეთი ნაცემია, რომ მაგ კადრებს არ აჩვენებენ. ზუსტად ვიცი, მაგას ვერ გაბედავენ. მოსახლეობამ რომ ნახოს ის ციხის კადრები მე არ ვიცი... არ უნდათ რომ ამას წამება დაარქვან, მაგრამ ეს წამებაა.
დღე და ღამე რომ ადამიანს აწამებ ბლაგვის საგნით აყენებ ჭრილობებს - ეს არის წამება აბა რა არის. მაგრამ წამება სხვა მუხლია, ცემა სხვა მუხლია. ამიტომ, ვინ რას მოიფიქრებს არ ვიცი. როგორ ალაგებენ, რას ალაგებენ.
მე დამდევენ - გუშინაც გაგვაჩერეს ეს მანქანა ძებნაშიაო და გადმოგვსვეს. ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა, დამინგრიეს ცხოვრება“, - განაცხადა ნინო აბრამიშვილმა ჟურნალისტებთან.