ავტორი:

“მზისა გაბეშია დარჩა იმ ერთადერთ მარტვილელ მებრძოლად, რომელიც არასოდეს დანებდა - დიდება თქვენს სულს!“ - ნანუკა ჟორჟოლიანი გარდაცვლილ აქტივისტს ემშვიდობება

“მზისა გაბეშია დარჩა იმ ერთადერთ მარტვილელ მებრძოლად, რომელიც არასოდეს დანებდა - დიდება თქვენს სულს!“ - ნანუკა ჟორჟოლიანი გარდაცვლილ აქტივისტს ემშვიდობება

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. მზისა დიდი ხნის განმავლობაში მარტვილის ცენტრში, მერიის წინ, მარტო იდგა და არსებულ პოლიტიკურ კურსს აპროტესტებდა.

როგორც ცნობილი ხდება, მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

  • მზისა გაბეშიას ემშვიდობება ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი.

“თითქოს აღარაფერი გვიჩუყებს გულს, აღარაფერი გვანთებს, მაგრამ მზისა გაბეშიას ფოტოს დანახვას ყველა ასქროლვის დროს, მოჰქონდა მადლიერების და სევდის შეგრძნება ერთად.

წაგებულის და მოგებულის, სიამაყის და ბრაზის.

მზისა გაბეშია დარჩა იმ ერთადერთ მარტვილელ მებრძოლად, რომელიც არასოდეს დანებდა.

დიდება თქვენს სულს ქალბატონო მზისა!

დიდება თქვენს ბრძოლას!“ - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.