ავტორი:

გორდონ რამზიმ 60 წლის იუბილე მაისურის გარეშე გადაღებული ფოტოს გამოქვეყნებით აღნიშნა და გამომწერები მისი ათლეტური ფორმებით აღაფრთოვანა

გორდონ რამზიმ 60 წლის იუბილე მაისურის გარეშე გადაღებული ფოტოს გამოქვეყნებით აღნიშნა და გამომწერები მისი ათლეტური ფორმებით აღაფრთოვანა

ცნობილმა ბრიტანელმა შეფ-მზარეულმა გორდონ რამზიმ 60 წლის იუბილე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პიკანტური ფოტოთი აღნიშნა, სადაც საკუთარ ათლეტურ სხეულს აჩვენებს.

გორდონ რამზის 60 წელი კვირას, 8 ნოემბერს შეუსრულდა, ხოლო ორშაბათს მან Instagram-ზე შიშველი ფოტო გააზიარა. ფოტოზე ბრიტანელი ვარსკვლავი სააბაზანოში პოზირებს წელამდე ჩამოწეული ბოდით და თავის ათლეტურ ფორმას აჩვენებს.

“მადლობა ყველას წარმოუდგენელი დაბადების დღის მოლოცვებისთვის! 60 წლის გახდომის მე-2 დღე... LFG!!!!“, — დაწერა მან აღწერაში, ფონურ მუსიკად კი AC/DC-ის ჰიტი “Back in Black“ დაურთო.

პოსტმა ცნობადი სახეებისა და ფანების დიდი ყურადღება მიიპყრო - მომღერალმა Lizzo-მ კომენტარებში დაწერა: “კარგად გამოიყურები, შეფ!“.

ფოლოვერებმაც იხუმრეს, ერთ-ერთმა დაწერა: “გორდონ, ახლახან დავქორწინდი, ძმაო, უკვე გვიანია“, ხოლო მეორემ აღნიშნა: “იცი რა, ჯანდაბას, გორდონ!“.

“Hell's Kitchen“-ის წამყვანი 8 ნოემბრის დაბადების დღეს თავის ქალიშვილთან, თილი რამზისთან იყო, რომელსაც 25 წელი შეუსრულდა.

გორდონ რამზის და მის მეუღლეს, ტანას, რომლებიც 1996 წელს დაქორწინდნენ, ექვსი შვილი ჰყავთ. საერთო იუბილეზე რამზიმ თილის ახალი და ძველი ფოტოები გამოაქვეყნა და ემოციურად მიულოცა: “ასეთი სპეციალური დღის შენთან გაზიარება მამის ოცნებაა. არ მყოფნის სიტყვები იმის აღსაწერად, თუ როგორ მეამაყები“.

წყარო