ავტორი:

“ამ დღეებში არაერთი უცნაური რამ მოხდა, ყველაფერზე მალე ვისაუბრებთ!“ - თაია გამთენაძე გურამ დადიანიძის საქმის ახალ დეტალებზე წერს

“ამ დღეებში არაერთი უცნაური რამ მოხდა, ყველაფერზე მალე ვისაუბრებთ!“ - თაია გამთენაძე გურამ დადიანიძის საქმის ახალ დეტალებზე წერს

ჟურნალისტი თაია გამთენაძე 12 წლის წინ, მლეთაში გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის საქმესთან დაკავშირებით ახალ, საგულისხმო დეტალებს ასაჯაროებს.

მისი თქმით, ვიღაცები ისევ ბინძურ თამაშებს თამაშობენ და საქმის ჩაფარცხვა სურთ, თუმცა ამჯერად აღარ გამოუვათ.

“გურიკას საქმეზე შეგნებულად ვართ ჩუმად. ვიცი, გამოძიებას სჭირდება დრო, რომ შესაბამისი მოქმედებები განახორციელოს, თუმცა დრო გადის, კითხვები იმატებს, პასუხები კი ჯერ არ ჩანს…

ვიღაცები ისევ ბინძურ თამაშებს თამაშობენ. ხელწერა ისევ ძველია. თუმცა ერთი რამ ყველამ უნდა იცოდეს ,სოფო მარტო აღარ არის. მას ჩვენ, მთელი ქვეყანა ვუდგავართ გვერდით!

ეცდებით ისევ საქმის ჩაფარცხვას? საქმე სტრასბურგამდე მივა!

მალე ამ თემაზე კიდევ ერთ გადაცემას გავაკეთებ. ვიცი, ელოდებით და აუცილებლად გაგიზიარებთ ყველაფერს, რაც ამ ეტაპზე ჩვენთვის ხელმისაწვდომია.

არც გავჩერებულვართ და არც გავჩერდებით, სანამ ეს საქმე არ იქნება გამოძიებული და გურამი არ იქნება ნაპოვნი!

ამ დღეებში არაერთი უცნაური რამ მოხდა, ყველაფერზე მალე ვისაუბრებთ!“ - წერს თაია გამთენაძე.