4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, პაატა მანჯგალაძის შვილი მამის ციხეში ყოფის შესახებ წერს.
ნინი მანჯგალაძის თქმით, მას ციხეში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი შეხვდა.
“პაატასგან გავიგე, რომ საკანში გადაყვანისას დერეფანში მოძრაობა არ დაკეტეს (რაც ყოფილი დეპუტატის შემთხვევაში აუცილებელი წესია) და შეგნებულად თუ შემთხვევით, შეახვედრეს ე.წ კრიმინალური მენტალიტეტის პატიმარი, რომელმაც ჰკითხა, რომელ საკანში იყო, რომ “დალაპარაკებოდა“.
როცა ადამიანმა უარი თქვა საპროცესო შეთანხმებაზე ,ამდენი “შემთხვევითობა“ ციხეში შემთხვევით არ ხდება.
ეს ინფორმაცია საჭიროდ ჩავთვალე გამევრცელებინა, რადგან მამაჩემის უსაფრთხოება ჩემი პრიორიტეტია. თუ პაატა მაღალი რისკის პატიმარია, პენიტენციურმა სამსახურმა უნდა უზრუნველყოს მისი სრული დაცვა,“ - წერს ნინი მანჯგალაძე.