ავტორი:

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პიტ ჰეგსეტის იმპიჩმენტის მცდელობა დაბლოკა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პიტ ჰეგსეტის იმპიჩმენტის მცდელობა დაბლოკა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში “რესპუბლიკელებმა” თავდაცვის მინისტრ პიტ ჰეგსეტის იმპიჩმენტის მცდელობა დაბლოკეს.

Reuters-ის ინფორმაციით, პალატამ 211 ხმით 204-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა შუამდგომლობას, რომ იმპიჩმენტის რვა მუხლი “რესპუბლიკელების” მიერ კონტროლირებადი წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ საკითხთა კომიტეტისთვის გადაეცათ. იმპიჩმენტის ინიციატორმა, აშშ-ის წარმომადგენელმა თომას მასიმ კოლეგები გააფრთხილა, რომ ამ ნაბიჯით იმპიჩმენტის პროცესი ჩაიშლებოდა.

“დემოკრატები” იმპიჩმენტის ინიციატივას მტკიცედ უჭერდნენ მხარს. თუმცა, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია 11 “დემოკრატ” კონგრესმენს, მათ შორის კალიფორნიის შტატის წარმომადგენელსა და წარმომადგენელთა პალატის ყოფილ სპიკერს, ნენსი პელოსის.

  • აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კენჭისყრის შედეგებს მიესალმა და განაცხადა, რომ ჰეგსეთის იმპიჩმენტის მცდელობა „სრული კრახით დასრულდა!“

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ჰეგსეთის საქმიანობამ ირანის, ვენესუელისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით „დიდი ამერიკელი პატრიოტის გამართლება განაპირობა“.