ჟურნალისტის, ლითოთერაპევტისა და ლითოეზოთერიკის თამუნა იოსელიანის თქმით დღეს განსაკუთრებული თარიღია. 11.11 - ოთხი ერთიანის დღე საშუალებას გვაძლევს შევასრულოთ ფულისა და ბარაქის მოზიდვის რიტუალები.
“11.11 ოთხი ერთიანის დღე! მოამზადეთ საფულეები!
დღეს ფინანსურ კეთილდღეობასა და სიუხვეზე ვამახვილებთ ყურადღებას!
ნუმეროლოგიურ სიმბოლიკაში 11.11 განსაკუთრებულ თარიღად მიიჩნევა. ოთხი ერთიანი ახალი შესაძლებლობების, მიზანდასახულობისა და ფინანსური განახლების სიმბოლოა. ამ დღეს ხშირად ფინანსური პორტალის სახელითაც მოიხსენიებენ.
ფინანსური კეთილდღეობის რიტუალი 11:11-ზე
11 ნოემბერს, ზუსტად 11 საათსა და 11 წუთზე, შეასრულეთ მარტივი სიმბოლური რიტუალი.
„ოთხი ერთიანი, ოთხი გზა,
სიუხვევ და ბარაქავ, ჩემს ცხოვრებაში შემოდი.
კეთილდღეობისკენ გზას ვხსნი,
ფულს მადლიერებით ვიღებ.
ჩემს შრომას წარმატება მოაქვს,
ჩემი დოვლათი იზრდება და მრავლდება.
ჩემს ცხოვრებაში ფული კეთილი გზით და დაუბრკოლებლად შემოდის!“
შემდეგ ბანკნოტი ფურცლიანად ჩადეთ საფულეში და 11 დღის განმავლობაში არ დახარჯოთ.
დაასრულეთ რიტუალი მადლიერებითა და მკაფიო განზრახვით.
გახსოვდეთ: სიმბოლურ რიტუალს ყველაზე მეტად თქვენი მიზანდასახულობა, რწმენა და რეალური მოქმედება აძლიერებს.
გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებსაც. დაე, კეთილდღეობისა და სიუხვის სურვილი რაც შეიძლება ბევრ ადამიანს მისწვდეს!“ - წერს თამუნა იოსელიანი.