შორენა ბეგაშვილის ქალიშვილმა, ევა ბარბაქაძემ, 25 წლის იუბილე გრანდიოზულად აღნიშნა. განსაკუთრებული სიურპრიზი კი დედისგან მიიღო - შორენამ ქალიშვილს დაბადების დღეზე ბინა აჩუქა.

მსახიობმა და ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში ემოციური ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ჩანს, როგორ ამზადებს გასაღებს წითელ, სასაჩუქრე ყუთში ჩასადებად. როგორც თავად შორენა ამბობს, იმ მომენტში იმდენად ნერვიულობდა, რომ ხელებიც კი უკანკალებდა.

"დღეს ევა 25 წლის გახდა და გადავწყვიტე, საჩუქრად გადავცე ბინა. ძალიან ვნერვიულობ და ამ დროს ხელები უფრო მიკანკალებს. იმ დროს, როდესაც სოციალურმა ქსელმა დამაშორა ქმარს, მე ვარემონტებდი ბინას. არასდროს დაიჯეროთ იმის, რაც იწერება“, - ამბობს შორენა ვიდეოში.

ევას დაბადების დღე განსაკუთრებულ გარემოში, ოქროსფერ დეკორაციებსა და სადღესასწაულო განათებებში გაიმართა. იუბილეს ერთ-ერთი მთავარი დეტალი შთამბეჭდავი, ხუთსართულიანი ოქროსფერი ტორტი იყო, რომლის გაჭრის მომენტსაც ფოიერვერკი ახლდა.
სადღესასწაულო საღამოს ევას შეყვარებულიც ესწრებოდა. ფოტოებსა და ვიდეოებში ჩანს, რომ იუბილარი მთელი საღამოს განმავლობაში შესანიშნავ განწყობაზე იყო, სტუმრებთან ერთად აღნიშნავდა განსაკუთრებულ დაბადების დღეს და შთამბეჭდავი ტორტიც გაჭრა.