ავტორი:

მეტი, ვიდრე წიგნი - TASCHEN-ის 5 გამორჩეული საკოლექციო გამოცემა "ბიბლუსში"

მეტი, ვიდრე წიგნი - TASCHEN-ის 5 გამორჩეული საკოლექციო გამოცემა "ბიბლუსში"

ზოგიერთი წიგნი მხოლოდ წასაკითხად არ იქმნება - ის ხელოვნების ნიმუშია, რომელსაც სიამოვნებით დაათვალიერებ, საკუთარ ბიბლიოთეკაში გამორჩეულ ადგილს მიუჩენ და წლების განმავლობაში შეინახავ. საკოლექციო გამოცემების განსაკუთრებულობაც სწორედ ამაშია: ისინი ცოდნას, ესთეტიკას, ისტორიასა და ვიზუალურ გამოცდილებას აერთიანებს. ხშირად ასეთი წიგნი საუკეთესო საჩუქარიც ხდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მისი შინაარსი და გაფორმება ადრესატის ინტერესებსა და გემოვნებას შეესაბამება.

TASCHEN -ის მრავალფეროვანი გამოცემების აღმოჩენა “ბიბლუსში” შეგიძლიათ. წარმოგიდგენთ ხუთ წიგნს, რომლებიც განსხვავებული ინტერესების მქონე მკითხველებისთვის საინტერესო არჩევანი და განსაკუთრებული საჩუქარი შეიძლება გახდეს.

Ferrari - ლეგენდარული ბრენდის ისტორია

Ferrari მხოლოდ ავტომობილის მწარმოებელი ბრენდი არ არის. ის სისწრაფის, ინჟინერიის, დიზაინისა და გამარჯვების სიმბოლოდ იქცა. პინო ალიევის წიგნი ამ ლეგენდარული იტალიური ბრენდის ისტორიას განსაკუთრებული ვიზუალური მასალის საშუალებით აცოცხლებს.

გამოცემა Ferrari-სთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნა და აერთიანებს ბრენდის არქივებიდან და მსოფლიოს სხვადასხვა კერძო კოლექციიდან მოპოვებულ ფოტომასალას, ესკიზებსა და ორიგინალ დოკუმენტებს. მკითხველი გაეცნობა Ferrari-ს წარმატების ისტორიას, მის ლეგენდარულ მრბოლელებს - ალბერტო ასკარის, ხუან მანუელ ფანხიოს, ნიკი ლაუდას, მიხაელ შუმახერსა და სხვებს. წიგნში ასევე წარმოდგენილია 1947 წლიდან მოყოლებული ყველა გამარჯვების ისტორია.

ეს გამოცემა განსაკუთრებით საინტერესო იქნება ავტომობილების მოყვარულებისა და Ferrari-ს გულშემატკივრებისთვის, თუმცა მისი შთამბეჭდავი ვიზუალური მხარე მას დიზაინისა და ტექნოლოგიების მოყვარულთათვისაც მიმზიდველ საკოლექციო წიგნად აქცევს.

Great Escapes Africa: The Hotel Book - მოგზაურობა აფრიკის გამორჩეულ სასტუმროებში

აფრიკა მრავალფეროვანი კულტურითა და შთამბეჭდავი ბუნებით განსაკუთრებულ სამყაროს ქმნის. ანჟელიკა ტაშენის წიგნი მკითხველს ამ კონტინენტის გამორჩეულ სასტუმროებში ამოგზაურებს და ისეთ ადგილებს აცნობს, სადაც არქიტექტურა, ბუნება და ადგილობრივი კულტურა ერთმანეთს ერწყმის.

მოზამბიკიდან სამხრეთ აფრიკამდე და ეთიოპიამდე - გამოცემაში წარმოდგენილია არაერთი განსაკუთრებული სივრცე: ტანზანიაში მდებარე ყავის პლანტაცია, კეიპტაუნის ცნობილი ვარდისფერი სასტუმრო Mount Nelson და სერენგეტის საფარის ბანაკი, რომლის კარვებიც ველური ბუნების მიგრაციას მიჰყვება.

წიგნი მხოლოდ შთამბეჭდავი ფოტოების კრებული არ არის. თითოეულ სასტუმროს თან ახლავს პრაქტიკული ინფორმაცია, მათ შორის მისამართები, საკონტაქტო დეტალები და საკითხავი მასალა კონკრეტული მიმართულების შესახებ. შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვისაც მოგზაურობა, ინტერიერის დიზაინი და ახალი ადგილების აღმოჩენა უყვარს.

Greek Myths - ძველი ბერძნული მითები ახალ ვიზუალურ სამყაროში

პერსევსის სიმამაცე, მიდასის სიხარბე, იკაროსის ამბიცია და მედეას შურისძიება - ძველი ბერძნული მითები საუკუნეების განმავლობაში ინარჩუნებს აქტუალობას, რადგან მათში ადამიანური ხასიათის უნივერსალური თვისებები და მარადიული თემებია ასახული.

TASCHEN-ის ეს გამოცემა ბერძნული მითოლოგიის 47 ცნობილ ამბავს აერთიანებს — პრომეთესა და არგონავტებიდან ტროას ომამდე და ჰომეროსის „ოდისეამდე“. გუსტავ შვაბის კლასიკურ ნაშრომზე დაფუძნებულ ტექსტებს 29 მხატვრის ილუსტრაციები ახლავს. მათ შორის არიან წიგნის ილუსტრაციის ოქროს ხანისა და Arts and Crafts-ის მოძრაობის ცნობილი წარმომადგენლები: უოლტერ კრეინი, არტურ რექჰემი და უილიამ რასელ ფლინტი.

გამოცემას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ბერძენი ღმერთებისა და ქალღმერთების გენეალოგიური ხე, ისტორიული შესავალი და მითოლოგიური პერსონაჟების ვრცელი განმარტებები. ეს წიგნი საინტერესო აღმოჩენა იქნება როგორც მითოლოგიითა და ისტორიით დაინტერესებული მკითხველებისთვის, ისე მათთვის, ვინც კლასიკურ ლიტერატურასა და წიგნის ილუსტრაციას აფასებს.

Walt Disney’s Disneyland (Icon) - როგორ იქცა ერთი ოცნება ზღაპრულ სამყაროდ

უოლტ დისნეის ოცნება, შეექმნა გასართობი სივრცე, სადაც ზღაპრები, ისტორია და მომავლის წარმოსახვა ერთმანეთს შეხვდებოდა, 1955 წელს რეალობად იქცა. სწორედ ამ წელს, 17 ივლისს, კალიფორნიის ქალაქ ანაჰაიმში პირველი Disneyland გაიხსნა და ახალი ეპოქა დაიწყო გასართობი პარკების ისტორიაში.

კრის ნიკოლსის წიგნი ამ განსაკუთრებული ადგილის შექმნის ისტორიას გვიყვება - უოლტ დისნეის პირველი იდეებიდან და ჩანაფიქრებიდან დაწყებული, პარკის დიზაინით, არქიტექტურული და საინჟინრო გადაწყვეტებითა და მისი სხვადასხვა თემატური სივრცის განვითარებით დამთავრებული.

გამოცემა დისნეის ისტორიულ კოლექციებს, კერძო არქივებსა და ფოტოჟურნალისტიკის ოქროს ხანის მასალებს ეყრდნობა. მისი ფურცლებიდან მკითხველი აღმოაჩენს აქამდე ნაკლებად ცნობილ დეტალებს იმ სამყაროს შესახებ, რომელიც მილიონობით ადამიანისთვის ბავშვობისა და ჯადოსნური თავგადასავლების განუყოფელ ნაწილად იქცა.

The Illustrator: The Best from around the World - ილუსტრაციის თანამედროვე სამყაროს საუკეთესო ნამუშევრები

ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ ილუსტრაციის ხელოვნება არ ჩაანაცვლა. პირიქით, მას ახალი შესაძლებლობები და გამოხატვის მრავალფეროვანი ფორმები შესძინა. დღეს ილუსტრაციებს ვხვდებით არა მხოლოდ წიგნებსა და ჟურნალებში, არამედ ეკრანებზე, შეფუთვებზე, ტანსაცმელზე, ავტომობილებსა და სხვადასხვა დიზაინერულ სივრცეში.

სტივენ ჰელერისა და იულიუს ვიდემანის მიერ მომზადებული გამოცემა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოღვაწე ილუსტრატორების ნამუშევრებს აერთიანებს და თანამედროვე ილუსტრაციის მრავალფეროვნებას წარმოაჩენს. წიგნში წარმოდგენილია განსხვავებული სტილები, ტექნიკები, ფერთა გადაწყვეტები და მხატვრული მიდგომები, რომლებიც ნათლად აჩვენებს, რამდენად თავისუფალი და მრავალმხრივი გახდა ეს სფერო.

ეს გამოცემა განსაკუთრებით საინტერესო იქნება მხატვრებისთვის, დიზაინერებისთვის, ილუსტრატორებისა და ვიზუალური ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანებისთვის. თუმცა, მასში თავმოყრილი ნამუშევრები ნებისმიერი მკითხველისთვის შეიძლება იქცეს შთაგონების წყაროდ.

TASCHEN-ის ეს ხუთი გამოცემა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად მრავალფეროვანი შეიძლება იყოს წიგნის სამყარო. თუ ეძებთ საჩუქარს, რომელიც მხოლოდ ერთი დღით არ გაახარებს ადამიანს და წლების შემდეგაც შეინარჩუნებს თავის მნიშვნელობას, TASCHEN-ის საკოლექციო გამოცემები ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას. მათ შესაძენად კი ეწვიეთ „ბიბლუსის“ ფილიალებს.

R