ავტოსაგზაო შემთხვევა ხაშური-ოსიაურის გზაზე ტრაგედიით დასრულდა. “ქართლის ამბების“ ინფორმაციით, ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა, სადაც 4 ადამიანი იმყოფებოდა, წყალმზიდს შეეჯახა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
შს სამინისტროს ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება.