არსებული ინფორმაციით, ვაკეში 20-მდე ადამიანი ერთმანეთს დაუპირისპირდა. დაჭრილია ერთი პირი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
“ტვ პირველი“ მომხდარის შესახებ დეტალებს და კადრებს ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ჯგუფური ჩხუბი ვაკის ტერიტორიაზე, მრგვალ ბაღთან მოხდა.
"პირველების " ინფორმაციით, სტუდენტს ოპერაცია "ხეჩინაშვილის კლინიკაში" ჩაუტარდა, ის საავადმყოფოდან რამდენიმე საათის წინ გაწერეს.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ხელჩართულ ჩხუბში 20-მდე პირი მონაწილეობდა.