საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური საყოველტაო ნათლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
"ამა წლის 15 ნოემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ჩატარდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპი.
ნათლობა დაიწყება დღის მეორე ნახევრიდან. საღამოს 20:00 საათზე ტაძარში მობრძანდება მისი უწმინდესობა და დალოცავს ახალნათელღებულებს." - წერია განცხადებაში.