ბომბის საფრთხის შესახებ მიღებული შეტყობინებების გამო, იტალიაში 300-მდე სკოლიდან ევაკუაცია განხორციელდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
"ქვეყნის მასშტაბით ბომბის შესახებ გავრცელებული შეტყობინების შემდეგ გაცნობებთ, რომ ყველა მოსწავლე უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი და მასწავლებლების მეთვალყურეობის ქვეშ არიან“, - ნათქვამია რომის ერთ-ერთი სკოლის განცხადებაში.
გამოცემის წყაროს ცნობით, შეტყობინება ელექტრონული ფოსტით გავრცელდა, რომელსაც ხელს "მიხაილ ანდროპოვი“ აწერს. შეტყობინებაში "მიხაილ ანდროპოვი“ საკუთარ თავს "მიზოგინისტანის ვილაიეთის ლიდერად“ მოიხსენიებს.
მომხდართან დაკავშირებით იტალიის პოლიციამ გამოძიება დაიწყო.
ცნობისთვის, სახელი "მიხაილ ანდროპოვი“ გასულ კვირას ევროპის მასშტაბით თვითმფრინავებსა და ტელეკომპანიებში ბომბის არსებობის შესახებ გაგზავნილ ცრუ შეტყობინებებში იქნა გამოყენებული.