ავტორი:

"რისი შეეშინდა ნიაკოს მშობლებს?! იმის ხომ არა, რომ დღეს სასამართლო პროცესზე, მათი ახალი დანაშაული გაიშიფრებოდა" - რას წერს ეკა კუპატაძე

"რისი შეეშინდა ნიაკოს მშობლებს?! იმის ხომ არა, რომ დღეს სასამართლო პროცესზე, მათი ახალი დანაშაული გაიშიფრებოდა" - რას წერს ეკა კუპატაძე

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის, ეკა კუპატაძის განცახდებით, დღეს სასამართლოს ხდომაზე ბრალდებულ ნია იმნაძის მშობლები უნდა დაკითხულიყვნენ, თუმცა მათ მოულოდნელად განაცხადეს, რომ სათქმელი არაფერი ჰქონდათ.

დღეს, ნია იმნაძის სასამართლო პროცესზე უნდა დაკითხულიყო ე.წ. "სექსუალური ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანი ნიაკოს" მშობლები "თაკო" და "ვალე".

სასამართლოს შესასვლელთან მხდალმა გიორგი ლეკიშვილმა დაგვინახა მე, ჩემი ყველა ძმა, ყველა რძალი, ჩემი შვილი და პროცესი რომ დაიწყო, მერე გახადა ნია იმნაძის მშობლების ჩვენება უდავო!

სად ხართ ბაბლი?! თქვენი "სექსუალურად შეურაცხყოფილი" და "არასწორად დაპატიმრებული არასრულწლოვნის" მშობლებმა, სათქმელი არაფერი გვაქვსო! 2 კვირა იძახდა "ნიაკოს" მშობლები, რომ სასამართლოსთვის მომზადება სჭირდებოდათ, წუხელ გვიან ღამით თქვეს, რომ თანახმა იყვნენ დაკითხულიყვნენ და......

რისი შეეშინდა ნიაკოს მშობლებს?! იმის ხომ არა, რომ დღეს სასამართლო პროცესზე, მათი ახალი დანაშაული გაიშიფრებოდა?

მაგრამ იცოდეს სამყარომ, ნია იმნაძის და გიორგი მალანიას მშობლებს, ასევე გიორგი ლეკიშვილს, მაინც არ ასცდებათ გისოსები, სულ რომ სხვა პლანეტაზე გადასახლდნენ!" - წერს ეკა კუპატაძე.