მოლაპარაკებების ეს რაუნდი ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო, - ამის შესახებ უკრაინის მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელმა დავით არახამიამ აბუ-დაბიში, სამმხრივი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მხარეები მომავალი შეხვედრის შესაძლო თარიღს მას შემდეგ განიხილავენ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი წარმომადგენლები ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან.
"ვფიქრობ, კარგი დინამიკა გვაქვს, რათა ახალ წლამდე გამოსავალი ვიპოვოთ“, - აღნიშნა არახამიამ.