ავტორი:

"უდიდესი ტრაგედია მთელი ბორჯომისთვის... უფალს ებარებოდე, დათი...“ - ხაშური-ოსიაურის გზაზე მომხდარი ავარიის დეტალები

"უდიდესი ტრაგედია მთელი ბორჯომისთვის... უფალს ებარებოდე, დათი...“ - ხაშური-ოსიაურის გზაზე მომხდარი ავარიის დეტალები

ტრაგედია მოხდა ხაშური-ოსიაურის გზაზე - ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ბორჯომელი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცნობილია ერთ-ერთი გარდაცვლილის ვინაობა - ის დათი გელაშვილია.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა, სადაც 4 ადამიანი იმყოფებოდა, წყალმზიდს შეეჯახა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

მომხდართან დაკავშირების სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს აქვეყნებს ბორჯომის მერი, მამუკა გელაშვილი:

"ღრმა მწუხარებას გამოხატავ ხაშური-ოსიაურის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ბორჯომელი ახალგაზრდის ტრაგიკული გარდაცვალების გამო.

ამ უმძიმეს წუთებში მთელი მუნიციპალიტეტი იზიარებს ამ დიდ ტკივილსა და დანაკლისს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სახელით, გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებსა და სრულიად საზოგადოებას. ღმერთმა ძალა და სულიერი სიმტკიცე მისცეს მათ ამ უდიდესი განსაცდელის ჟამს", - წერს მამუკა გელაშვილი.

"უდიდესი ტრაგედია მთელი ბორჯომისთვის... უფალს ებარებოდე, დათი...“ - წერს დაღუპულის მეგობარი.