ავტორი:

ხვალ, 10:00 საათიდან, შუქი გაითიშება - ადგილების ჩამონათვალი, სადაც ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ხვალ, 10:00 საათიდან, შუქი გაითიშება - ადგილების ჩამონათვალი, სადაც ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

"ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ნოემბერს 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მაღაროსკარი, თვალივი, ჩარგალი, შარახევი, შუაფხო და მიმდებარე სოფლებში; 10:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალსოფელი, ჩაბანო, ქვემო არტანი, ჭურჭელაურები და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალუბანი, მისაქციელი, ნატახტარი, სელექცია და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 11:10 საათამდე და 18:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნატახტარი, მისაქციელი, მუხრანი, ბიწმენდი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.