ავტორი:

გარდაიცვალა აშშ-ში რუსეთის ელჩი - რას წერს მედია

გარდაიცვალა აშშ-ში რუსეთის ელჩი - რას წერს მედია

აშშ-ში რუსეთის ელჩი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, 11 ნოემბერს 67 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩი, ალექსანდრ დარჩიევი.

“გარდაიცვალა გამორჩეული დიპლომატი, გამოცდილი ხელმძღვანელი, კარგი მეგობარი და მასწავლებელი. მაღალი დონის პროფესიონალი, შესანიშნავი ამერიკანისტი, ა.ნ. დარჩიევი რუსეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო მიმართულებაზე მუშაობაზე,” - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში მითითებული არაა დარჩიევის გარდაცვალების მიზეზი.