ავტორი:

"პასუხს აგებთ იმისთვის, რაც ჩაიდინეთ" - მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას ილია თოფურია ეხმიანება

"პასუხს აგებთ იმისთვის, რაც ჩაიდინეთ" - მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას ილია თოფურია ეხმიანება

UFC-ის ქართველ მებრძოლს, მერაბ დვალიშვილს აბუ დაბიში უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

თავდაპირველად აღნიშნულის შესახებ მერაბმა ვიდეოს გამოაქვეყნა და მომხდარის შესახებ ისაუბრა, ხოლო შემდეგ სოციალურ ქსელში თავდასხმის ამსახველი ვიდეო კადრებიც გავრცელდა.

თავდასხმის ვიდეო ილია თოფურიამაც გააზიარა, მერაბს მხარდაჭერა გამოუცადა და დაწერა:

"ლაჩრების ხროვა ხართ და პასუხს აგებთ იმისთვის, რაც ჩაიდინეთ. ნამდვილი კაცობისგან ძალიან შორს ხართ", - წერს თოფურია პლატფორმა X-ზე.