ავტორი:

"5 კაცში მარტო შევარდა და ერთი მეორის მიყოლებით დაყარა ტურები" - ვინ არის 21 წლის საბა ლაზიშვილი, რომელიც მერაბ დვალიშვილს თავდამსხმელებთან გამკლავებაში დაეხმარა

"5 კაცში მარტო შევარდა და ერთი მეორის მიყოლებით დაყარა ტურები" - ვინ არის 21 წლის საბა ლაზიშვილი, რომელიც მერაბ დვალიშვილს თავდამსხმელებთან გამკლავებაში დაეხმარა

UFC-ის ქართველ მებრძოლს, მერაბ დვალიშვილს აბუ-დაბიში დაღესტნელი სპორტსმენები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მერაბს თავს UFC-ის მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მის თანმხლები პირები დაესხნენ.

გავრცელდა შესაბამისი ვიდეოც, სადაც ჩანს, როგორ მიეპარნენ დვალიშვილს ზურგს უკან და ცემა დაუწყეს.

  • მერაბთან ერთად მისი მეგობარი, ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენი იმყოფებოდა, რომელიც დვალიშვილს თავდამსხმელებთან გამკლავებაში და მათ მოგერიებაში დაეხმარა.

ის 21 წლის მოჭიდავე საბა ლაზიშვილია, UFC-ის ყოფილი მებრძოლის, ზვიად ლაზიშვილის ძმა.

საბას მებრძოლ ხასიათს სოციალურ ქსელში უწონებენ და მის მიმართ არაერთი კომენტარი დაიწერა:

"საბა ლაზიშვილს გაუმარჯოს! 21 წლის ბიჭი, რომელიც არავის და არაფერს შეუშინდა, წამი არ უფიქრია, 5 კაცში მარტო შევარდა და ერთი მეორის მიყოლებით დაყარა ტურები!"

"ლომი, ქართველი, კაცი - ყველაფრის ამის განსახიერება ხარ შენ დიდო კაცო:.

"გენაცვალე მარჯვენაში ქართველო", -წერენ კომენტარებში.

ნახეთ მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის ვიდეო: