თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გერმანული ჰოსპიტლის მიმდებარედ, ერთ-ერთი კორპუსის ლიფტთან მკვლელობა მოხდა. Ambebi.ge-ს ინფორმაციით, მოკლულია 60 წლამდე ცოლ-ქმარი.
ჩვენი ინფორმაციით, ცოლ-ქმარს ლიფტთან დახვდნენ და ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილეს. როგორც თვითმხილველი გვიყვება, ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.
მათ თავს ორი ნიღბიანი პირი დაესხა, მკვლელობის შემდეგ კი ადგილიდან მიიმალნენ.
Ambebi.ge-ს ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირები ჯერჯერობით დაკავებულები არ არიან.