ავტორი:

ცნობილია თბილისში მოკლული ცოლ-ქმრის ვინაობა - გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

ცნობილია თბილისში მოკლული ცოლ-ქმრის ვინაობა - გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გერმანული ჰოსპიტლის მიმდებარედ, ერთ-ერთი კორპუსის ლიფტთან მკვლელობა მოხდა. Ambebi.ge-ს ინფორმაციით, მოკლულია 60 წლამდე ცოლ-ქმარი.

Ambebi.ge-ს ინფორმაციით მოკლული ცოლ-ქმარი ნანა ფირანიშვილი და სოსო სუჯაშვილია. ისინი სავაჭრო ცენტრ "საბაში" მუშაობდნენ, არ ჰყავდათ შვილი. გარდაცვლილები ყაზბეგის მუნიციპალიტეტიდან იყვნენ.

  • ჩვენი ინფორმაციით, ცოლ-ქმარს ლიფტთან დახვდნენ და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჩაცხრილეს. როგორც თვითმხილველი გვიყვება, ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.

ცოლ-ქმარი იმავე კორპუსში ცხოვრობდა, რომლის ლიფტთანაც მოკლეს. არსებული ინფორმაციით, ისინი სავაჭრო ცენტრ "საბას" თანამშრომლები იყვნენ.მათ თავს ორი ნიღბიანი პირი დაესხა, მკვლელობის შემდეგ კი ადგილიდან მიიმალნენ.

Ambebi.ge-ს ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირები ჯერჯერობით დაკავებულები არ არიან.

მკვლელობაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო. კერძოდ, გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით მიმდინარეობს.

დამატებით დეტალები წაიკითხეთ ბმულზე