სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ჩავიდნენ, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი რუსეთის დედაქალაქში ჩაფრინდნენ.
სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს ვნუკოვოს აეროპორტში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი დახვდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები ვლადიმერ პუტინს დღის პირველ ნახევარში შეხვდებიან.
პუტინთან შეხვედრის შემდეგ უიტკოფი და კუშნერი დუბლინში გაემგზავრებიან, სადაც მოლაპარაკებებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავენ.