საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს ახალი საკანონმდებლო ვალდებულების შესახებ აფრთხილებს.
კერძოდ, "ტურიზმის შესახებ“ კანონის თანახმად, 2026 წლის 1-ელი ივნისიდან გიდების, ტუროპერატორებისა და ტურისტული სააგენტოებისთვის ტურისტული საქმიანობის სუბიექტების ბაზაში რეგისტრაცია სავალდებულოა.
ადმინისტრაციის განცხადებით, რეგისტრაციის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ზემოთ ჩამოთვლილი სუბიექტები 2027 წლის იანვრიდან დაჯარიმდებიან. გააგრძელეთ კითხვა