ავტორი:

"უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მაგალითზე ვსაუბრობდით, თუ როგორ ერეოდა დასავლეთი საქართველოს შიდა საქმეებში" - მარია ზახაროვა

"უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მაგალითზე ვსაუბრობდით, თუ როგორ ერეოდა დასავლეთი საქართველოს შიდა საქმეებში" - მარია ზახაროვა

ჩვენ "უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მაგალითზე ვსაუბრობდით, თუ როგორ ერეოდა დასავლეთი საქართველოს შიდა საქმეებში, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.

მარია ზახაროვას ჰკითხეს, "წინასწარ გააფრთხილა თუ არა, რუსეთმა საქართველოს ხელისუფლება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობების შესახებ?“

  • შეკითხვის ავტორმა რამდენიმე დღის წინ, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის სერგეი შოიგუს მიერ გაკეთებული განცხადება გაიხსენა, რომელშიც შოიგუმ აღნიშნა, რომ „2024 წელს საქართველოს ხელისუფლებამ თავიდან აიცილა პროდასავლური ქართული ოპოზიციის მიერ ინიცირებული სახელმწიფო გადატრიალება“.

"ჩვენ აქტიურად ვაკეთებდით კომენტარებს იმის შესახებ, რაც საქართველოში მოვლენების მიმდინარეობისას ხდებოდა. ვსაუბრობდით იმაზე, რომ სუვერენული სახელმწიფოს, საქართველოს მიმართ გამოიყენებოდა ყველა ის ზომა, რომელიც შეიძლება შიდა საქმეებში ჩარევად დახასიათდეს. საქართველოს ანტიქართულ „ნარატივებში“ მოქცევის მცდელობა იყო. იმიტომ, რომ ყველაფერი, რაც ხდებოდა, პირველ რიგში სწორედ საქართველოს მოქალაქეების ნების წინააღმდეგ იყო მიმართული. ჩვენ ღიად ვსაუბრობდით, ფაქტების საფუძველზე. კერძოდ, „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მაგალითზე, თუ როგორ მანიპულირებდა დასავლეთი ამით და ამ ქვეყნის შიდა საქმეებში ერეოდა. მათ ამ კანონის გაუქმება სცადეს, ხოლო შემდეგ ცდილობდნენ ხელოვნურად ემართათ საპროტესტო განწყობები, იქ, სადაც მათ ამის უფლება არ ჰქონდათ“, - განაცხადა ზახაროვამ.