"კიდევ ერთხელ აჩვენეთ მსოფლიოს რას ნიშნავს იყო ქართველი, კაცი და ადამიანი", - ასე ეხმიანება ფეხბურთის ქართველი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას.
"მერაბ, საბა, მადლობა და თქვენს გვერდით ვართ. კიდევ ერთხელ აჩვენეთ მსოფლიოს რას ნიშნავს იყო ქართველი, კაცი და ადამიანი. განსხვავებით იმათგან, ვინც ლაჩრულად და უკან მოპარვით შეეცადნენ თქვენს დაჩაგვრას.
კაცები ასე არ იქცევიან და რა თქმა უნდა, ეს არ გამოუვიდათ და ქართველებთან არც არასდროს გამოუვათ!", - წერს "კვარა" ინსტაგრამზე.
ცნობისთვის, UFC-ის ქართველ მებრძოლს, მერაბ დვალიშვილს, რომელიც აბუ-დაბიში მეგობართან ერთად იმყოფებოდა, თავს დაესხნენ უსმან ნურმაგომედოვი და მასთან მყოფი რამდენიმე პირი.